თემა: | ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ III
(975-1014) |
სწავლის საფეხური | VI-კლასი 8 მოსწავლე |
სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლე | არ არის |
მნიშვნელობა/აქტუალობა | შეისწავლიან X-XI ს-ის საქართველოს
მდგომარეობას, იმ ფაქტებსა და მოვლენებს, რამაც საფუძველი ჩაუყარა გაერთიანებული საქართველოს შექმნას.
იმ სახელოვანი წინაპრების ისტორის,რომლებიც ეწირებოდნენ საქართველის ერთიანობისათვის ბრძოლას.მომავალი თაობები კი წინაპრების მაგალითზე გაიზრდებიან და ისწავლიან სამშობლოს სიყვარულს. |
მიზნები და შედეგები | საზ.მეც.V-VI.6.
მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს სხვსდასხვა ისტორიულ ეპოქაში
საქართველოში არსებული მმართველობის ფორმები.
საზ.მეც.V-VI.7.
მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიის გამორჩეული
პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.
საზ.მეც.V-VI.8.
შეუძლიათ იმსჯელონ პიროვნების და სხვადასხვა სოციალური ფენის როლზე
საქართველოს ისტორიაში.
საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა X-XI ს-ში. ამ დროში განვითარებული მოვლენებს და შედეგებს რომელიც მოუტანა ამ დრომ საქართველოს. რომლის ცოდნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კრიტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას, აძლიერებს მოტივაციას,
ააქტიურებს მის წინარე ცოდნას, შეძლებენ ისტორიული ფაქტების და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირებას,გაანალიზებას და მის მომავალ დროში გამოყენებას.
|
წინასწარი ცოდნა | მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ VII-X ს-ის საქართველოს ისტორია, როგორ დაიშალა საქართველო სამეფო-სამთავროებად. დავით კურაპალატის მოღვაწეობა მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკა.დავითის პერიოდში აგებული ძეგლები და მისი როლი საქართველოს გაერთიანებისათვის. |
შეფასების საგანი და პროცედურები
| ზეპირითი პრეზენტაცია,ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა, წერითი სამუშაო,
პროექტზე მუშაობა და სხვა. რომელიც ფასდება
წინასწარ შედგენილი შეფასების სქემით.
გაკვეთილის დაწყებამდე მოვამზადოთ ყველა იმ ნივთით, რომელიც მოსწავლეს გაკვეთილისათვის სჭირდება. |
სასწავლო მასალა და რესურსები
| VI-კლასის სახელმძღვანელო,რუკა (საქართველო X-XI ს-ში),კომპიუტერი, პროექტორი,დაფა. |
გაკვეთილის მსვლელობა
| მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეების დაინტერესება ამ თემაზე, დამუშავებული უნდა ჰქონდეს დამატებითი წყაროები, რომ მიაღწიოს ეროვნულ სასწავლო გეგმით განსაზღვრულ შედეგს.
აქტიობა 1 ( 5 წთ)
დისკუსიის გამართვა.გაკვეთილი ვიწყებ გონებრივი იერიში,
ვთხოვ გაიხსენონ რა იციან საქართველოს შესახებ ვუსვამ კითხვებს რომაელების, სპარსელების, არაბების წინააღმდეგ ბრძოლებზე.ვაჩვენებ რუკაზე სამეფო-სამთავროებად დაყოფილ საქართველის საზღვრებს.
აქტიობა 2 ( 10 წთ)
კლას ვყოფ ჯგუფებად ისინი მუშაობენ ა,ბ, გ, წყაროებზე.
თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის ნამუშევარს ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა ვამოწმებ მათ ნამუშევრებს და გაკვეთილის ბოლოს ვაფასებ.
აქტიობა 3 ( 10წთ)
გაკვეთილში ჩართულობა
ღია და დახურული კითხვები
ღია კითხვებით ვამოწმებ მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.
დახურულ კითხვემს ვათავსებ კონვერტში
თითო მოსწავლე ამოიღებს კითხვას და პასუხობს მას.
აქტიობა 4 (10 წთ)
ვამუშავებ დაფაზე
შესაბამისობის პოვნა და დაალაგეთ ქროლონოგიური თანმიმდევრობით.
ვაფასებ მათ მუშაობას სხვადასხვა კრიტერიუმებით. ( 5წთ)
ვაძლევ დავალებას. ( 5წთ)
ენციკლოპედიებში და ინტერნეტის საშუალებით მოიძიეთ მასალა ბედიის ოქროს თასის შესახებ.
|
|
|