четверг, 28 июня 2012 г.

სასწავლო პროექტი











    სასწავლო პროექტი

    თემა:მთაში შემორჩენილი მარგალიტები
    სასწავლო პროექტის იდეა:
    მოსწავლეებმა ძალიან ცოტა იციან აჭარის,კერძოდ ჩვენი ხეობის ისტორიული წარსულის შესახებ ამ პროექტის იდეა კი იმაში მდგომარეობს, რომ შეისწავლონ ხეობის ისტორია, კულტურა და ის უძველესი ტრადიციები, წეს-ჩვეუელებები, რომლებიც დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს აქაური ხალხის ყოფა-ცხოვრებაში.
    პროექტის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესი არსებულ პროექტზე ამისათვის მოსწავლეებს შევთავაზებთ რამოდენიმე თემას მაგალითად: ბუნება და ადამიანი, აჭარის მოსახლეობის მიგრაციები, მთაში შემორჩენილიმარგალიტები და მუჰაჯირობა. მოსწავლეებს ვაძლევ არჩევის საშუალებას, ვყოფ  ჯგუფებად ვიხილავთ ყველა თემას და ხმების უმრავლესობით ვირჩევთ მათთვის საინტერესო თემას.

    მნიშვნელობა/აქტუალობა
    ამ თემის შესწავლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსწავლეებს ხეობის ისტორიის უკეთ გაცნობაში. რომელიც დაეხმარება  მოსწავლეებს ხალხში შემონახული ხალხური ტრადიციები თაობიდან თაობას გადასცეს და გამოიყენონ ეს ცოდნა ცხოვრების სხვადასხვა ეტაბზე.
    მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევითი უნარ-ჩვევები, საკუთარი აგუმენტების დასაბუთრება, მსჯელობა და ურთიერთ შეფასების უნარი.

    მიზნები და შედეგები:
    მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას ჩვენს კუთხეში არსებულ სხვადასხვა წეს-ჩვეულებებზე, და ნათელი წარმოდგენა შეექმნათ წარსულის ისტორიაზე.
    საზ.მეც.22
    • აღწერენ თავიანთ მშობლიური კუთხის ისტორიას. 
    • შეისწავლიან აქ მცხოვრები ადამიანების ხალხურ ტრადიციებს.
    • ადარებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელ ტრადიციებს ერთმანეთს.
    • მოსწავლეები შეძლებენ ელექტრონული პრეზენტაციის გაკეთებას მოცემულ თემაზე.
    მოიძიებენ ინფორმაციას არქივში, ინტერნეტში, ჩაიწერენ უხუცესი ადამიანებისათვის.
    სამიზნე ჯგუფი:
    მოსწავლეები 15-16 წელი.
    ვადა 2 კვირა
    საგანი და პროცედურები:
    ინფორმაციის მოძიება, ზეპირი პრეზენტაცია,მსჯელობა, დისკუსია.
    წინარე ცოდნა:
    მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ უცხოელ დამპყრობელთა მრავალ საუკუნოვანი ისტორია, რომლებმაც დიდი კვალი დააჩნია აქაური კაცის ცხოვრებას და ის უნიკალური მასალები, რომლებიც დაიკარგა.
    სასწავლო მასალა:
    წინასწარ წაიკითხონ და მოიძიონ ის მასალები, რომელიც ნათლად ასახავს ამ კუთხის ისტორიას ჩაიწერონ უხუცესი ადამიანებისაგან სხვადასხვა ინფორმაცია.
    ტექნიკური რესურსები:
    რვეული, კალამი, ფოტოაპარატი,მაგნიტოფონი.
    საწავლო პროექტის მსვლელობა:
    აქტიობა I გავაცნობ მოსწავლეებს რა სამუშაოების ჩატარება მოუწევთ წარმატებული პროექტის განხორციელებისათვის.
    აქტიობა II ჩამოვაყალიბებ საპროექტო ჯგუფებს და გადავუნაწილებ ფუნქციებს. ავირჩევ ჯგუფის ლიდერებს.
    1 ჯგუფი მოიძიებს მასალებს ხალხურ დღესასწაულებებზე (შუამთობა, ქუშინარობა, ლაზარობა.)
    2 ჯგუფი უხუცესი ადამიანებისაგან ჩაიწერს ინფორმაციას საქორწინო ტრადიციებზე.
    3 ჯგუფი აგროვებს მასალებს ჩვენს კუთხეში შემორჩენილ ლექსებზე, შაირებზე, ზღაპრებზე და ლეგენდებზე.
    აქტიობა III შეგროვებული მასალების შემდეგ ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, დისკუსია, მსჯელობა და გამოგვაქვს საერთო დასკვნა არსებულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ მათთვის საინტერესო თემის ირგვლივ.
    პასუხისმგებელი პირი:არჩილ მაკარაძე
    ხელმძღვააკარაძენელი:ჟუჟუნა მაკარაძე
    ხელმძღვანელის ელ-ფოსტა jujunamakaradze@gmail.com

    Creative Commons License

    შეფასების რუბლიკა

    კრიტერიუმები1-3
    დაბალი
    4-5
    საშუალო
    6-7
    კარგი
    8-10
    საუკეთესო
    დისკუსიაარ არიან ჩართულინაკლებად იღებენ
    მონაწილეობას
    კარგად არიან
    ჩართული ავლენენ შესწავლილი საკითხების ცოდნას


    ყველა საკითხზე იძლევიან პასუხებს კარგად აყალიბებენ საკუთარ აზრს.
    ჯგუფური მუშაობაარ იცავენ დროსგამოაქვთ გარკვეული დასკვნები მაგრამ ვერ ასაბუთებენ.მსჯელობენ გარკვევთ და ამომწურავად მოჰყავთ ფაქტები და არგუმენტები.აანალიზებენ მასალაში მოცემულ ყველა საკითხებს
    პრეზენტაციასაუბრობენ დაურკვევლად უჭირთ აზრის გამოტანა.მოსაზრება მოკლებულია ლოგიკურ აზრებს.აქვთ საინტერესო პასუხები ავლენენ საკმარის ცოდნას.მომზადებული არიან,აზრს მკაფიოდ და ნათლად გადმოსცემენ.
    გაკვეთილის ანალიზიმოდიან მოუმზადებელინაკლებად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში.მონაწილეობენ გაკვეთილის მსვლელობაში და აქვთ ნათელი წარმოდგენა ყველა საკითხებზე.გამოაქვთ ლოგიკური დასკვნები მსჯელობენ საინტერესოდ და დამაჯერებლად ყოველთვის მომზადებული არიან გაკვეთილზე.

    გაკვეთილის გეგმა

                      თემა:ერთიანი საქართველოს  მეფე  ბაგრატ  III
    (975-1014)
           სწავლის  საფეხურიVI-კლასი  8 მოსწავლე
          სპეციალური  საგანმანათლებლო
          საჭიროების  მქონე  მოსწავლე
     არ  არის



          მნიშვნელობა/აქტუალობა
      შეისწავლიან X-XI ს-ის საქართველოს
      მდგომარეობას,  იმ ფაქტებსა  და  მოვლენებს,  რამაც  საფუძველი  ჩაუყარა გაერთიანებული  საქართველოს  შექმნას.
      იმ  სახელოვანი  წინაპრების ისტორის,რომლებიც  ეწირებოდნენ  საქართველის  ერთიანობისათვის  ბრძოლას.მომავალი  თაობები კი  წინაპრების  მაგალითზე  გაიზრდებიან  და ისწავლიან  სამშობლოს  სიყვარულს.






        მიზნები  და შედეგები
     საზ.მეც.V-VI.6.
    მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს სხვსდასხვა ისტორიულ ეპოქაში
    საქართველოში არსებული მმართველობის ფორმები.
    საზ.მეც.V-VI.7.
    მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიის გამორჩეული
    პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.
    საზ.მეც.V-VI.8.
    შეუძლიათ იმსჯელონ პიროვნების და სხვადასხვა სოციალური ფენის როლზე
    საქართველოს ისტორიაში.

                                                                                                                                  
      საქართველოს  საშინაო  და  საგარეო პოლიტიკა X-XI ს-ში. ამ  დროში განვითარებული მოვლენებს  და  შედეგებს რომელიც  მოუტანა  ამ  დრომ  საქართველოს. რომლის  ცოდნა  მნიშვნელოვნად  შეუწყობს  ხელს კრიტიკული  უნარ-ჩვევების   განვითარებას, აძლიერებს  მოტივაციას,
    ააქტიურებს  მის  წინარე  ცოდნას,   შეძლებენ ისტორიული  ფაქტების  და  მოვლენების  ერთმანეთთან  დაკავშირებას,გაანალიზებას  და  მის  მომავალ  დროში  გამოყენებას.



          წინასწარი  ცოდნა
    მოსწავლეებმა  უნდა  იცოდნენ  VII-X ს-ის  საქართველოს  ისტორია, როგორ  დაიშალა საქართველო  სამეფო-სამთავროებად. დავით  კურაპალატის  მოღვაწეობა  მისი  საშინაო  და საგარეო  პოლიტიკა.დავითის   პერიოდში  აგებული  ძეგლები  და  მისი  როლი  საქართველოს  გაერთიანებისათვის.



     შეფასების  საგანი  და     პროცედურები

    ზეპირითი  პრეზენტაცია,ჯგუფური და  ინდივიდუალური  მუშაობა, წერითი სამუშაო,
    პროექტზე  მუშაობა და  სხვა. რომელიც  ფასდება
    წინასწარ  შედგენილი შეფასების  სქემით.
       გაკვეთილის  დაწყებამდე  მოვამზადოთ  ყველა  იმ  ნივთით, რომელიც მოსწავლეს  გაკვეთილისათვის  სჭირდება.

         სასწავლო  მასალა  და  რესურსები


    VI-კლასის  სახელმძღვანელო,რუკა  (საქართველო  X-XI ს-ში),კომპიუტერი, პროექტორი,დაფა.






               


                     გაკვეთილის        მსვლელობა


              








                         
      მასწავლებელმა უნდა  შეძლოს  მოსწავლეების დაინტერესება  ამ  თემაზე,  დამუშავებული  უნდა  ჰქონდეს  დამატებითი  წყაროები, რომ    მიაღწიოს  ეროვნულ სასწავლო  გეგმით   განსაზღვრულ  შედეგს.

    აქტიობა  1    ( 5 წთ)
    დისკუსიის გამართვა.გაკვეთილი  ვიწყებ  გონებრივი  იერიში,
    ვთხოვ გაიხსენონ  რა  იციან საქართველოს  შესახებ   ვუსვამ კითხვებს  რომაელების, სპარსელების, არაბების წინააღმდეგ  ბრძოლებზე.ვაჩვენებ  რუკაზე  სამეფო-სამთავროებად  დაყოფილ საქართველის  საზღვრებს.


    აქტიობა 2 ( 10 წთ)
    კლას  ვყოფ ჯგუფებად  ისინი   მუშაობენ ა,ბ, გ, წყაროებზე.

    თითოეული ჯგუფი  წარმოადგენს თავის  ნამუშევარს  ხდება  აზრთა გაცვლა-გამოცვლა  ვამოწმებ  მათ  ნამუშევრებს  და  გაკვეთილის  ბოლოს  ვაფასებ.

    აქტიობა 3   ( 10წთ)

    გაკვეთილში  ჩართულობა

    ღია  და  დახურული  კითხვები

     ღია  კითხვებით ვამოწმებ  მოსწავლეთა ჩართულობას  საგაკვეთილო  პროცესში.

    დახურულ  კითხვემს  ვათავსებ  კონვერტში
    თითო მოსწავლე  ამოიღებს  კითხვას  და  პასუხობს  მას.

    აქტიობა 4    (10 წთ)

    ვამუშავებ დაფაზე
    შესაბამისობის  პოვნა  და  დაალაგეთ  ქროლონოგიური  თანმიმდევრობით.

    ვაფასებ  მათ მუშაობას  სხვადასხვა  კრიტერიუმებით.  ( 5წთ)

    ვაძლევ  დავალებას.   (  5წთ)                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             
    ენციკლოპედიებში  და  ინტერნეტის  საშუალებით  მოიძიეთ  მასალა  ბედიის  ოქროს  თასის  შესახებ.





    გაკვეთილის გეგმა

    Georgian

    Creative Commons License