четверг, 28 июня 2012 г.

სასწავლო პროექტი











    სასწავლო პროექტი

    თემა:მთაში შემორჩენილი მარგალიტები
    სასწავლო პროექტის იდეა:
    მოსწავლეებმა ძალიან ცოტა იციან აჭარის,კერძოდ ჩვენი ხეობის ისტორიული წარსულის შესახებ ამ პროექტის იდეა კი იმაში მდგომარეობს, რომ შეისწავლონ ხეობის ისტორია, კულტურა და ის უძველესი ტრადიციები, წეს-ჩვეუელებები, რომლებიც დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს აქაური ხალხის ყოფა-ცხოვრებაში.
    პროექტის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინტერესი არსებულ პროექტზე ამისათვის მოსწავლეებს შევთავაზებთ რამოდენიმე თემას მაგალითად: ბუნება და ადამიანი, აჭარის მოსახლეობის მიგრაციები, მთაში შემორჩენილიმარგალიტები და მუჰაჯირობა. მოსწავლეებს ვაძლევ არჩევის საშუალებას, ვყოფ  ჯგუფებად ვიხილავთ ყველა თემას და ხმების უმრავლესობით ვირჩევთ მათთვის საინტერესო თემას.

    მნიშვნელობა/აქტუალობა
    ამ თემის შესწავლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსწავლეებს ხეობის ისტორიის უკეთ გაცნობაში. რომელიც დაეხმარება  მოსწავლეებს ხალხში შემონახული ხალხური ტრადიციები თაობიდან თაობას გადასცეს და გამოიყენონ ეს ცოდნა ცხოვრების სხვადასხვა ეტაბზე.
    მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევითი უნარ-ჩვევები, საკუთარი აგუმენტების დასაბუთრება, მსჯელობა და ურთიერთ შეფასების უნარი.

    მიზნები და შედეგები:
    მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას ჩვენს კუთხეში არსებულ სხვადასხვა წეს-ჩვეულებებზე, და ნათელი წარმოდგენა შეექმნათ წარსულის ისტორიაზე.
    საზ.მეც.22
    • აღწერენ თავიანთ მშობლიური კუთხის ისტორიას. 
    • შეისწავლიან აქ მცხოვრები ადამიანების ხალხურ ტრადიციებს.
    • ადარებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხისათვის დამახასიათებელ ტრადიციებს ერთმანეთს.
    • მოსწავლეები შეძლებენ ელექტრონული პრეზენტაციის გაკეთებას მოცემულ თემაზე.
    მოიძიებენ ინფორმაციას არქივში, ინტერნეტში, ჩაიწერენ უხუცესი ადამიანებისათვის.
    სამიზნე ჯგუფი:
    მოსწავლეები 15-16 წელი.
    ვადა 2 კვირა
    საგანი და პროცედურები:
    ინფორმაციის მოძიება, ზეპირი პრეზენტაცია,მსჯელობა, დისკუსია.
    წინარე ცოდნა:
    მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ უცხოელ დამპყრობელთა მრავალ საუკუნოვანი ისტორია, რომლებმაც დიდი კვალი დააჩნია აქაური კაცის ცხოვრებას და ის უნიკალური მასალები, რომლებიც დაიკარგა.
    სასწავლო მასალა:
    წინასწარ წაიკითხონ და მოიძიონ ის მასალები, რომელიც ნათლად ასახავს ამ კუთხის ისტორიას ჩაიწერონ უხუცესი ადამიანებისაგან სხვადასხვა ინფორმაცია.
    ტექნიკური რესურსები:
    რვეული, კალამი, ფოტოაპარატი,მაგნიტოფონი.
    საწავლო პროექტის მსვლელობა:
    აქტიობა I გავაცნობ მოსწავლეებს რა სამუშაოების ჩატარება მოუწევთ წარმატებული პროექტის განხორციელებისათვის.
    აქტიობა II ჩამოვაყალიბებ საპროექტო ჯგუფებს და გადავუნაწილებ ფუნქციებს. ავირჩევ ჯგუფის ლიდერებს.
    1 ჯგუფი მოიძიებს მასალებს ხალხურ დღესასწაულებებზე (შუამთობა, ქუშინარობა, ლაზარობა.)
    2 ჯგუფი უხუცესი ადამიანებისაგან ჩაიწერს ინფორმაციას საქორწინო ტრადიციებზე.
    3 ჯგუფი აგროვებს მასალებს ჩვენს კუთხეში შემორჩენილ ლექსებზე, შაირებზე, ზღაპრებზე და ლეგენდებზე.
    აქტიობა III შეგროვებული მასალების შემდეგ ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, დისკუსია, მსჯელობა და გამოგვაქვს საერთო დასკვნა არსებულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ მათთვის საინტერესო თემის ირგვლივ.
    პასუხისმგებელი პირი:არჩილ მაკარაძე
    ხელმძღვააკარაძენელი:ჟუჟუნა მაკარაძე
    ხელმძღვანელის ელ-ფოსტა jujunamakaradze@gmail.com

    Creative Commons License

    Комментариев нет:

    Отправить комментарий