четверг, 28 июня 2012 г.

გაკვეთილის გეგმა

                  თემა:ერთიანი საქართველოს  მეფე  ბაგრატ  III
(975-1014)
       სწავლის  საფეხურიVI-კლასი  8 მოსწავლე
      სპეციალური  საგანმანათლებლო
      საჭიროების  მქონე  მოსწავლე
 არ  არის



      მნიშვნელობა/აქტუალობა
  შეისწავლიან X-XI ს-ის საქართველოს
  მდგომარეობას,  იმ ფაქტებსა  და  მოვლენებს,  რამაც  საფუძველი  ჩაუყარა გაერთიანებული  საქართველოს  შექმნას.
  იმ  სახელოვანი  წინაპრების ისტორის,რომლებიც  ეწირებოდნენ  საქართველის  ერთიანობისათვის  ბრძოლას.მომავალი  თაობები კი  წინაპრების  მაგალითზე  გაიზრდებიან  და ისწავლიან  სამშობლოს  სიყვარულს.






    მიზნები  და შედეგები
 საზ.მეც.V-VI.6.
მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს სხვსდასხვა ისტორიულ ეპოქაში
საქართველოში არსებული მმართველობის ფორმები.
საზ.მეც.V-VI.7.
მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს საქართველოს ისტორიის გამორჩეული
პიროვნებები, რომლებიც ქვეყნის მმართველობაში მონაწილეობდნენ.
საზ.მეც.V-VI.8.
შეუძლიათ იმსჯელონ პიროვნების და სხვადასხვა სოციალური ფენის როლზე
საქართველოს ისტორიაში.

                                                                                                                              
  საქართველოს  საშინაო  და  საგარეო პოლიტიკა X-XI ს-ში. ამ  დროში განვითარებული მოვლენებს  და  შედეგებს რომელიც  მოუტანა  ამ  დრომ  საქართველოს. რომლის  ცოდნა  მნიშვნელოვნად  შეუწყობს  ხელს კრიტიკული  უნარ-ჩვევების   განვითარებას, აძლიერებს  მოტივაციას,
ააქტიურებს  მის  წინარე  ცოდნას,   შეძლებენ ისტორიული  ფაქტების  და  მოვლენების  ერთმანეთთან  დაკავშირებას,გაანალიზებას  და  მის  მომავალ  დროში  გამოყენებას.



      წინასწარი  ცოდნა
მოსწავლეებმა  უნდა  იცოდნენ  VII-X ს-ის  საქართველოს  ისტორია, როგორ  დაიშალა საქართველო  სამეფო-სამთავროებად. დავით  კურაპალატის  მოღვაწეობა  მისი  საშინაო  და საგარეო  პოლიტიკა.დავითის   პერიოდში  აგებული  ძეგლები  და  მისი  როლი  საქართველოს  გაერთიანებისათვის.



 შეფასების  საგანი  და     პროცედურები

ზეპირითი  პრეზენტაცია,ჯგუფური და  ინდივიდუალური  მუშაობა, წერითი სამუშაო,
პროექტზე  მუშაობა და  სხვა. რომელიც  ფასდება
წინასწარ  შედგენილი შეფასების  სქემით.
   გაკვეთილის  დაწყებამდე  მოვამზადოთ  ყველა  იმ  ნივთით, რომელიც მოსწავლეს  გაკვეთილისათვის  სჭირდება.

     სასწავლო  მასალა  და  რესურსები


VI-კლასის  სახელმძღვანელო,რუკა  (საქართველო  X-XI ს-ში),კომპიუტერი, პროექტორი,დაფა.






           


                 გაკვეთილის        მსვლელობა


          








                     
  მასწავლებელმა უნდა  შეძლოს  მოსწავლეების დაინტერესება  ამ  თემაზე,  დამუშავებული  უნდა  ჰქონდეს  დამატებითი  წყაროები, რომ    მიაღწიოს  ეროვნულ სასწავლო  გეგმით   განსაზღვრულ  შედეგს.

აქტიობა  1    ( 5 წთ)
დისკუსიის გამართვა.გაკვეთილი  ვიწყებ  გონებრივი  იერიში,
ვთხოვ გაიხსენონ  რა  იციან საქართველოს  შესახებ   ვუსვამ კითხვებს  რომაელების, სპარსელების, არაბების წინააღმდეგ  ბრძოლებზე.ვაჩვენებ  რუკაზე  სამეფო-სამთავროებად  დაყოფილ საქართველის  საზღვრებს.


აქტიობა 2 ( 10 წთ)
კლას  ვყოფ ჯგუფებად  ისინი   მუშაობენ ა,ბ, გ, წყაროებზე.

თითოეული ჯგუფი  წარმოადგენს თავის  ნამუშევარს  ხდება  აზრთა გაცვლა-გამოცვლა  ვამოწმებ  მათ  ნამუშევრებს  და  გაკვეთილის  ბოლოს  ვაფასებ.

აქტიობა 3   ( 10წთ)

გაკვეთილში  ჩართულობა

ღია  და  დახურული  კითხვები

 ღია  კითხვებით ვამოწმებ  მოსწავლეთა ჩართულობას  საგაკვეთილო  პროცესში.

დახურულ  კითხვემს  ვათავსებ  კონვერტში
თითო მოსწავლე  ამოიღებს  კითხვას  და  პასუხობს  მას.

აქტიობა 4    (10 წთ)

ვამუშავებ დაფაზე
შესაბამისობის  პოვნა  და  დაალაგეთ  ქროლონოგიური  თანმიმდევრობით.

ვაფასებ  მათ მუშაობას  სხვადასხვა  კრიტერიუმებით.  ( 5წთ)

ვაძლევ  დავალებას.   (  5წთ)                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             
ენციკლოპედიებში  და  ინტერნეტის  საშუალებით  მოიძიეთ  მასალა  ბედიის  ოქროს  თასის  შესახებ.





გაკვეთილის გეგმა

Georgian

Creative Commons License

Комментариев нет:

Отправить комментарий